თეგებით ძიება

„ემიგრანტებო გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება, თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ“ - მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი გააცნო.

სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს:

„მივმართავ ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა. ვინც იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა. მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით. მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 34-ე დღეა შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა