თეგებით ძიება

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ავტოკოლონები რუსთავის ციხისკენ დაიძრნენ

"თავისუფლება მიშას" - ავტოკოლონები რუსთავის ციხის მიმართულებით თბილისიდან ცოტა ხნის წინ დაიძრნენ. N 12 -ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, საპროტესტო აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული.

ასობით ადამიანს ერთადერთი მოთხოვნა აქვს: გათავისუფლდეს პატიმრობიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილის მხადამჭრებთან ერთად საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებიან.

"ეს არის პროტესტის ერთგვარი ფორმა. ძალიან ბევრი მანქანა დაიძრა ციხის მიმართულებით, რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება და იქნება ყველგან, სოფლად, ქალაქში, პარლამენტი შენობასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ნებისმიერ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ამ გავაგებინოთ როგორც აქ, ამ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეპუტაცია შეულახოს ამ ქვეყანა. საქართველოს პრეზიდენტის დღეს ციხეშ ყოფნა და ასეთი მოქცევა მის მიმართ, რასაც ახორციელებს ხელისუფლება, ეს არის, პირველ რიგში, დანაშაული ქვეყნის მიმართ. მიხეილ სააკაშილი უკვე 34 დღეა, შიმშილობს და ჩვენი ხელისუფლება ღლიცინის მეტს არაფერს აკეთებს, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა