თეგებით ძიება

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს

მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობას იწყებს.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, ის შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვენენ.

მისი თქმით, ის შომშილობის განმავლობაში პარლამენტის შენობის დატოვებას არ აპირებს.

ხოშტარიას განმარტებითვე, მას უკვე დილიდან დაწყებული აქვს შიმშილობა და საკვები არ მიუღია. ერთადერთი რის მიღებასაც ის აპირებს, წყალია.

"ამ შენობაში, პარლამენტში ვიწყებ შიმშილობას, სანამ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში ჟრნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკევების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა