თეგებით ძიება

ჩემი პოზიცია საკააშვილის შეწყალებაზე უცვლელია - არა და არასოდეს! - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით ისევ უცვლელია - სალომე ზურაბიშვილი მტკიცე უარს ეუბნება მიხეილ სააკაშვილს შეწყალებაზე.

"ჩემი პოზიცია საკააშვილის შეწყალებაზე უცვლელია - არა და არასოდეს! ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობს სპექტრის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებლი პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრფინგზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა