თეგებით ძიება

ვეწინააღმდეგები ნებისმიერ ჩაკეტვას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოვიდპანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია.

"ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პამდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 732,965 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 10,185 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა