თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება დანაშაულებრივი იყო" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "პრეზიდენტის განცხადება დანაშაულებრივი იყო - პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულება მის დავალებებს და ხარკს უხდის "ქართულ ოცნებას".

მისი თქმით, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის პრეზიდენტი, რადგან მისგან სახელმწიფოებრივ მიდგომას არ ელოდება.

„მთელი ეს წლები მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამა თუ იმ საკითხზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა. გუშინდელი განცხადება ეს იყო დანაშაულებრივი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი თქვა სააკაშვილზე გარდა იმისა, რომ არ შეიწყალებს. მოლოდინი არც მქონდა და არ ველოდებოდი, რომ გუშინ მასში სახელმწიფოებრივი მიდგომა გაიღვიძებდა. ჩვენ კარგად ვიცით, პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულება მის დავალებებს და ხარკს უხდის "ქართულ ოცნებას". ამიტომ, ახლა მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პრეზიდენტი და რა განცხადებას გააკეთებს, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედება და ჩვენი ბრძოლა,"- განაცხადა უდუმაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა