თეგებით ძიება

"ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ის ექსპრეზიდენტს არასოდეს შეიწყალებს.

რატი იონათამიშვილი ლეგიტიმურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დამნაშავემ სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს.

"ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია არის სამართლიანი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი. ახლაც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულებს და იმ ადამიანის შეწყალება, რომელიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულებებს, რომელსაც არ მიაჩნია, რომ მას რაიმე სახის მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია მოქალაქეების წინაშე და ჩვენ ვიცით, რომ არა თუ ადამიანები, ცალკეული ოჯახებიც კი ჰყავს მას დაღუპული, ვფიქრობ, რომ ძალიან უსინდისო საქციელი და პოზიციაა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა