თეგებით ძიება

„პრეზიდენტი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას“ - მამა მიქაელ ბოტკოველი

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შიმშილობასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს და ამ პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

„დიახ ბატონ მიხეილ სააკაშვილის გადავეცი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც უწმინდესობა კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენია ხანია პრეზიდენტი შიმშილობს.

ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას. ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს უწმინდესობას. დამავალა გადავცე უწმინდესობას, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას. ეს არის მისი პრინციპული პოზიცია ამ ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას არ აპირებს.

წინა ნახვასთან შედარებით აშკარად შევამჩნიე, რომ წონაში დაკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ. ყოველ შემთხვევაში, რომ გითხრათ რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე, მეტყველება უჭირს ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. რაც შეეხება კითხვას პატრიარქის თხოვნას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მინდა განგიმარტოთ, რომ უწმინდესობას არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, მან უნდა მიმართოს მოქმედ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს. მისი და ეკლესიის შუამდგომლობით რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები ყოფილა“, - აცხადებს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა