თეგებით ძიება

"რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ...უნდა ვემზადოთ გენერალური შეტევისთვის" - სააკაშვილის მიმართავა ვრცელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ქუთაისელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ ქალაქში საარჩევნო რევოლუცია მოხდა.

"ქუთაისში თქვენ მოახდინეთ საარჩევნო რევოლუცია და ჩვენ ამ რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ. ვერანაირი თვითმარქვია მერი ვერ შეძლებს ქუთაისის მართვას. ჩემთვის სამაგალითოა, რაც ქნა იმედამ. სამაგალითოა, რაც გაბედა იზო ჩირგაძემ. ქუთაისის საარჩევნო გუნდი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დაამშვენებდა.

თქვენ იცით, რა გრანდიოზული გეგმები გვქონდა ჩვენ ქუთაისზე. ქუთაისი, როგორც არამხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ უმეტესი სამინისტროების განლაგების ადგილი. ქუთაისი, სვანეთი, წყალტუბო, რომელსაც მე ქართულ მარაკეშად ვუპირებდი ქცევას. ქუთაისი უნდა ყოფილიყო ჰაბი თავისი ყველანაირი განვითარებით.

რაც მთვარია, ქუთაისში უნდა იყვნენ ბედნიერი, მაღალშემოსავლიანი, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კი არ ტოვებენ ამ ქალაქს, არამედ უბრუნდებიან ამ გამორჩეულ ქალაქს.

იქით მხარეს დგას ბოროტება, რომელსაც უნდა რომ ყველაზე ქართულ ქალაქში აღარ დარჩნენ ჩვენი მოქალაქეები. ქუთაისის აეროპორტი მე ამისთვის არ ამიშენებია. ჩვენ უნდა ვემზადოთ გენერალური შეტევისთვის", ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა