თეგებით ძიება

არავის, ვინც გამოვიყურებით როგორც ლილიპუტები სააკაშვილის ფონზე, არ გვაქვს უფლება, მას რამე მოვუწოდოთ - ნიკა გვარამია

არავის სხვას, ვინც გამოვიყურებით როგორც ლილიპუტები სააკაშვილის ფონზე, არ გვაქვს უფლება, რომ რამე მოვუწოდოთ მას - ამის შესახებ
მთავარი არხის" გენდირექტორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა სააკაშვილთან შხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„მე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ამ წუთში ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ამ კაცის ჯანმრთელობა ვერასდროს და ვერაფრით ვერ ვეტყვი შიმშილობის შეწყვეტაზე ვერცერთ სიტყვას. გადაწყვეტილება მიღებულია და იგი აღსრულდება ან ასე ან ისე. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ტექსტი, ეს არის ისტორიული ტექსტი და ჩემნაირებს და არავის სხვას, ვინც გამოვიყურებით როგორც ლილიპუტები მის ფონზე, არ გვაქვს უფლება, რომ რამე მოვუწოდოთ. მან მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქვეყნის ყველაზე მასშტაბურმა ლიდერმა მისი ისტორიის განმავლობაში.

საქართველოს საპატრიარქოს მოვუწოდებ პატიმარს კი არ მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ და მასზე კი არ გადატეხოს ყველა ჯოხი, მთავრობას მოუწოდოს, რომ მას შეეშველოს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა