თეგებით ძიება

სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენდირექტორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილთან შხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან. მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა