თეგებით ძიება

სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და პასუხი უნდა აგოს - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.

როგორც კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილი იმ რეჟიმის მთავარი შემოქმედია, რომელიც ხალლხს კლავდა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული. როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი - ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა?! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა