თეგებით ძიება

"დღესვე აიძულეთ მთავრობა, მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში!" - მიხეილ სააკაშვილის მამა მიმართვას ავრცელებს

საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისს მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს და მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანონ.

"მდგომარეობა კრიტიკულია დრო აღარ ითმენს! მოვითხოვ როგორც ექიმი,როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი. დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში. გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ", - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა