თეგებით ძიება

"მე-18 დაწესებულება საერთოდ არ იყო მზად ისეთი პაციენტის მისაღებად, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი“ - ბექა ბასილაია

ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიეხელ სააკაშვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და უკვე კრიტიკულ ფაზაში შევდივართ. ამაზე მედიკოსები საკმაოდ ღრმად და კომპეტენტურად საუბრობენ. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადება ბლეფი იყო.

მე-18 დაწესებულება არათუ მზად არ იყო, არამედ აღჭურვილობაც არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც კი არ ჰყავდა. საერთოდ არ იყო მზად ისეთი პაციენტის მისაღებად, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა