თეგებით ძიება

"სააკაშვილი ხალხმა უნდა დაიხსნას პოლიტიკური მძევლობიდან” – ადვოკატი

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს და გამოიყურება უაღრესად სუსტად.

“მთავარი არის ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა საზოგადოების წინაშე წარდგენის, მაშინ, როცა ორი საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, მესამე საქმე ახლა წამოიწყეს. მას არ ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო ზარები უკვე თვეზე მეტია, ყველაფერი დაბურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს თვალი ვერ მოკრას ქართველმა ხალხმა.

ამიტომ, ახლა ამოცანაა, ქართველმა ხალხმა, რომელიც ძალაუფლების წყაროა ქვეყანაში, უზრუნველყოფს პოლიტიკური მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნა. სრული კონსტიტუციური გზები არსებობს საიმისოდ, რომ უკანონო პატიმრობაში, პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა დაიცვას.

ხელისუფლებას აქვს დღის წესრიგად ქცეული ერთი რამ – როგორმე მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, აასრულონ კრიმინალის და პუტინის რევანშისტული სურვილები.

უჩვეულოდ არაენერგიულია, ვერც კი გავაკეთებთ შედარებას მის წინა მდგომარეობებთან თუნდაც იქნება ეს გადაადგილება, საუბარი თუ ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკვე კარგა ხნის გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში”, - განაცხადა ბასილაიამ.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა