თეგებით ძიება

"უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის“ - სოსო რობაქიძე

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას ითხოვს, მისი თქმით ექსპრეზიდენტი სიცოცხლის ღირსი არაა.

„იმდენი ქართული სისხლი დაღვარა მაგ კაცმა, ეგ არ არის სიცოცხლის ღირსი. ღმერთი ალბათ გადაუხდის სამაგიეროს. არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მოკლას. მე რომ მკითხოთ, მიშა ციხეში კი არა საგიჟეთში უნდა იყოს. სამი „პაკრიშკის“ მოპარვის გამო შეკრებითობით იჭერდა ხალხს ციხეში, სად იყვნენ მაშინ გვარამია და მიშას დედა?!

დედამისი იქიდან კი ნუ ლაპარაკობს და უკრაინის სახალხო დამცველს კი ნუ ელაპარაკება. ჩვენ, ქართველ ხალხს გველაპარაკოს, ვისთანაც დააშავა. რომ უნდა აქედან გაიყვანოს თავისი შვილი, აქ გველაპარაკოს, იმ დაზარალებულ დედებს და მამებს ელაპარაკოს. ძირითადად, მამები უფრო არ არიან დარჩენილი.

გეტყვით, ცინდელიანის მამა მოკვდა, მამაჩემი მოკვდა, ირინა ენუქიძე მოკვდა, იური ვაზაგაშვილს რაც უქნეს, ძალიან კარგად ვიცით. შვილმკვდარი მამა დააკლეს შვილის საფლავს. ეს ვისი ცოდვებია, კიდევ კაცმა არ იცის, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ გამოვიდეთ, ვინც ვართ ცოცხალი და დედამისმა გაგვცეს პასუხი, თუნდაც ტელევიზიით“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან ერთად ნახავს, რადგან მის ნათქვამის სისწორეში ეჭვი არავინ შეიტანოს.

„მინდა მიშასთან შეხვედრა, ვეუბნები ამ მთავრობას, როგორც ერთ დაზარალებულს. მე არ შემახვედრებთ? იას შეახვედრეთ, გამცემლიძის დედას შეახვედრეთ, ვაზაგაშვილის დედა შეახვედრეთ.

მე უნდა ვნახო სააკაშვილი და გამოვიტან იქიდან ამბავს, ჭამს, არ ჭამს, სვამს, არ სვამს, თუ რა დღეშია. ზუსტად ვიცი, რომ 31 დღე ადამიანი რომ შიმშილობს, ფანჯარასთან ვერ ავა და ხელს ვერავის დაუქნევს. რისი მოშიმშილეა ეგ?! მეორე და მესამე პირი რომ ჰქონდეს, ყველგან ჩაიყრის საჭმელს.

ერთი „ნაციონალი“ გამომყვეს, თუ ჰგონიათ, რომ ტყუილს გამოვიტან. პირველი ვიქნები, რომელიც არ მოვაწერ ხელს მიშას სიკვდილზე, რადგან ვიცი, რა არის სიკვდილი და სისხლი. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 36 დღეა შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა