თეგებით ძიება

"ხვალ ჩვენ რუსთავის ციხესთან ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ" - ნიკა მელია

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან.

"ხვალ ჩვენ რუსთავის ციხესთან ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ. ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა პატრიოტი თანამოქალაქე და ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს. დამატებით გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით და პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო",- თქვა ნიკა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა