თეგებით ძიება

ადამიანი კვდება, მერე იქნება გვიანი - ნიკა გვარამია მედიკოსებს მიმართავს

ადამიანი კვდება, ილაპარაკეთ ხმამაღლა და გამბედავად, მერე იქნება გვიანი, - ასე მიმართავს "მთავარაი არის" გედნირექტორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ექიმებს.

როგორც სააკაშვილის მონახულების შემდეგ გვარამიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

"არ შეცვლილა გადაწყვეტილება კონსილიუმთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად და ყველას მოვუწოდებ, ექიმებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ უკვე ხდებიან ამ ყველაფრის თანამონაწილეები, სრულ ნდობას ვუცხადებ მათ პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ ეხლა რასთან გვქონდეს საქმე. მერე უკვე იქნება გვიანი. ეს არის მათი სამოქალაქო ვალიც და პროფესიული ვალდებულებაც.

კიდევ ერთხელ ვახსენებ, ილაპარაკეთ ხმამაღლა და გამბედავად. ადამიანი კვდება, ილაპარაკეთ ხმამაღლა და გამბედავად, მერე იქნება გვიანი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კოლაფსში ჩავარდნილი ავადმყოფის უკან გამოყვანა ან შესაძლებელია, ან არა. და შესაძლებლობაშიც ძალიან დიდი პროცენტულობაა იმის, რომ მხოლოდ ფიზიკურად დავაბრუნოთ ამ ქვეყანას და სხვა შეუქცევად პროცესებს ვერაფერი მოვუხერხოთ", - განაცხადა გვარამიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში ირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა