თეგებით ძიება

პრეზიდენტი დიპლომატებს - როცა საქართველოზე სიცრუე იწერება, სჭირდება პასუხი, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს მიმართავს და აცხადებს, რომ როცა საქართველოზე სიცრუე იწერება, სასწრაფო რეაგირება და პასუხი სჭირდება.

„ერთი საკითხია, რომელიც ასევე მაწუხებს. ბევრი რამ იწერება საქართველოზე. ვიცით, სხვადასხვა კუთხით ძალები ამაზე მუშაობენ და მგონი, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ. პოლიტიკურად შეიძლება, ბევრ რამეს ვერ უპასუხონ, რადგან ეს მათი საქმე არ არის, უნდა იყვნენ წარმომადგენლები ერთიანი საქართველოსი და არა რომელიმე პარტიის თუ რომელიმე მხარის, მაგრამ, როცა იწერება რამე, რაც არის სიცრუე და სჭირდება დაზუსტება, პასუხი, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება. ჩვენთვის დიპლომატია არის გადარჩენის ფორმა. დიდი ქვეყნებისთვის ალბათ დიპლომატია რაღაც უფრო ლუქსის ნაწილია და ვიტყოდი, ბოლომდე ნაკლებად არიან დამოკიდებული ამ ერთ ინსტრუმენტზე. ჩვენ პრაქტიკულად, დამოკიდებული ვართ და ყველაფერი გადის ამ ხაზზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე თქვენ და ჩვენს ელჩებს, ვინც საზღვარგარეთიდან დღეს დისტანციურად გვისმენენ. გისურვოთ წარმატება, გამძლეობა, რადგან დღევანდელ დაძაბულ მსოფლიოში ძალიან რთულია ის მისია, რაც თქვენ გაკისრიათ. მინდა, ჩემი და საზოგადოების სახელით ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა