თეგებით ძიება

"სუს-ი ჭორბიურო რომ არ იყოს იტყოდა, ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა" - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სუს-ი ჭორბიურო რომ არ იყოს და მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს, ბოდვას კი არ მოყვებოდა, იმოქმედებდა და იტყოდა, ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

მისი თქმით, სუს-ის დღევანდელი განცხადება ემსახურება საზოგადოების დაშინებას.

„ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ჭორი მოგვიყვა. ფაქტობრივად, ჭორბიუროს დაემსგავსა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს სამსახური რომ არ არსებობს, იქიდანაც გაიგო საზოგადოებამ, რომ ტრუსკავეცში ეძებდნენ სააკაშვილს, როდესაც მცხეთაში იყო. დღეს მათი განცხადება სასაცილოც არ არის, იმდენად ტრაგიკულია. ამ ბრიფინგზე თქვეს, რომ ოპოზიცია აქციებს აპირებსო, დიახ, აპირებს, თქვეს, რომ სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში სხვადასხვა დაწესებულებებთან. მე შემიძლია, დავადასტურო, დიახ, ასე იქნება. თქვეს, პერმანენტულ აქციებს აპირებენ რუსთავშიო, დიახ, ამაზე ჩვენ პირადად ვსაუბრობთ. ყველაზე მძიმე რაც არის, თქვეს, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებენო, დაველოდებით, ჯერ მოკლანო და მერე დავაკავებთო, დაახლოებით ასეთი რამ გვითხრეს. ეს რომ ჭორბიურო არ იყოს და მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს, ამისთანა ბოდვას კი არ მოყვებოდა, იმოქმედებდა და კონკრეტულ ადამიანს იტყოდა, ვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდეს, ამას ბრიფინგით ვიგებდეთ და დამნაშავე არავინ არ არის. ვიღაც ხომ უნდა გეგმავდეს ე.ი. მათ, რაღაც ტლუ თავებში მოიხარშა, შესაბამისად, ეს ემსახურება ერთ რაღაცას, ვიღაც შეაშინონ, საზოგადოება დააშინონ და ა.შ. ცხრა წელია, გადატრიალების მცდელობას ეძებენ ოპოზიციური მიმართულებით, რა ვერ ნახეს, ყოველ ჯერზე საქმეებს აღძრავენ, რომელიც უკავშირდება გადატრიალებას და ამბოხს. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, გადატრიალებაც და ამბოხიც თავად მათ შორის სუს-მა მოუწყო, როცა არჩევანის უფლება წაართვა ცემა-ტყეპით, მოსყიდვით დაშინებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი ხაბეიშვილის თქმით, აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ და არ დაიშლებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა