თეგებით ძიება

"მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ახლა გვაქვს სამწლიანი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა