თეგებით ძიება

"სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდეტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა "ფეიკია".

"უტლიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რამე მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. [...] რა თქმა უნდა იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა, როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი, ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა