მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება
OPEC+-ის გადაწყვეტილების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
Brent-ის ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 1.11%-ით გაიზარდა და ბარელზე 83.66 აშშ დოლარს შეადგენს.
ამავდროულად, WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.23%-ით არის მომატებული და ბარელზე 82.27 აშშ დოლარად ბარდება.
Bloomberg-ის ცნობით, საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ ნოემბრის ნავთობის ფასები აზიაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მკვეთრად გაზარდა.