თეგებით ძიება
08. 11. 2021 COVID - 19

მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

„მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მწვანე პასპორტში შედის, როგორც კოვიდის გადატანა, ასევე, ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული, 3-დღიანი PCR ტესტირება და ერთდღიანი სწრაფი ტესტირება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა