თეგებით ძიება
08. 11. 2021 COVID - 19

"საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიგინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

„ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების რეალური გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან – ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს.

ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრომა სავალდებულო ვაქცინაციას. მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაწესებულია ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს, მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა