"საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზრდა" - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მოლოდინები შეაჯამა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზრდა.
"სექტემბრის თვეში დაფიქსირდა 6.9%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, რაც სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით გაიზრდა 11.3%-ით. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაყრდნობით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდა ცვლილება მიმდინარე წლის პროგნოზისა და ნაცვლად 9.5% წარდგენილ ვარიანტში, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 10%-ის ოდენობით. ამასთან, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6%-ით," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.