თეგებით ძიება
08. 11. 2021 COVID - 19

"ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. დამეთანხმებით, ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი" - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს.

„მართალია, სულ ამას ვამბობდით, რომ აუცილებლად გადავრჩებით და დღესაც ამ განწყობაზე ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით, მაგრამ ამისთვის გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველი – ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. დამეთანხმებით, ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონებს. დღეს რომ მოვდიოდი თქვენთან, უამრავი პაციენტი ვნახე, რომელიც უკვე სკამზე ზის მიმღებ განყოფილებაში, იმიტომ რომ ადგილი არ არის. ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ ადგილი არ არის კლინიკაში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომსხდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა. რამ გამოიწვია ეს? ბევრი კითხვის ნიშანი არ არსებობს – გამოიწია ჩვენმა დაუდევრობამ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობამ“, – აღნიშნა რატიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა