საჯარო სექტორებში დასაქმებულთა ხელფასები 2022 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება
ფინანსთა მინისტრის თქმით, საჯარო სექტორებში დასახმებული ადამიანებისთვის ხელფასები 2022 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება.
“საჯარო სამსახურში მომუშავე პირების ხელფასები გაიზრდება. საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია ყველა მიმართულებით 10%-ის ოდენობით. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს”,- ამბობს ლაშა ხუციშვილი.