თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. ყველანი თავისუფლებაზე" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აფასებს და ხალხს თავისუფლების მოედანზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"ეს არის გატაცება. მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. ყველანი თავისუფლებაზე", - წერს უგულავა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა