თეგებით ძიება

"ბიძინამ ომი გამოგვიცხადა!.. დღევანდელი აქცია არ დაიშლება!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბიძინამ ომი გამოგვიცხადა!
ბოლომდე გაამწვავა!
მაგრამ ჩვენგან მიიღებს მშვიდობას და ბოლო წუთამდე ბრძოლას.
არცერთი ნაბიჯი უკან.
დღევანდელი აქცია არ დაიშლება!", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა