თეგებით ძიება

"საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს" - ნიკა გვვარამია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არ ფლობენ დამტკიცებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში იმყოფება.

"მეგობრებო, ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ ვიცი ისეთი, არც თანამდებობის პირი, რომელსაც საკუთარი თვალით ყავს ნანახი სააკაშვილი გლდანში.
საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის
არაჯანსაღი ეჭვებით ნუ ახდენთ მდგომარეობის ესკალაციას (თუ ეს არ არის მიზანი)! მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ სააკაშვილის გლდანის სტაციონარში ყოფნის და მისი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო!", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა