თეგებით ძიება

"ექიმი, ვინც ხელს აწერს გადაწყვეტილებას პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მის მკურნალობაზე, უნდა დაისჯოს" - ნანა გეგჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ექიმი, ვინც ხელს აწერს გადაწყვეტილებას პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მის მკურნალობაზე, აუცილებლად უნდა დაისჯოს.

"პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, თუნდას ეს მისი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდეს, დასჯდი ქმედებაა.

ექიმი, ვინც ხელს აწერს გადაწყვეტილებას პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მის მკურნალობაზე, აუცილებლად უნდა დაისჯოს კანონის შესაბამისად.
იმედია, ქართული კანონმდებლობა ამ ბარბაროსობის ლეგალურ უფლებას არ იძლევა.

პაციენტის უფლებების შელახვაზე ამაზრენი რა უნდა ჩაიდინოთ როგორც ექიმმა, ვინც ამ ბარბაროსობას მოაწერეთ ხელი...", - ნანა გეგეჭკორი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა