თეგებით ძიება

"რას ნიშნავს ქუჩაში მოხეტიალე ტომოგრაფი, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი?" - მაია ბუწაშვილი

ინფექსიონისტი მაია ბუწშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"როდესაც ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ამდენი ვარაუდი ისმის, რა გახდა ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ნიშნავს ქუჩაში მოხეტიალე ტომოგრაფი, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი?", - წერს ბუწაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა