თეგებით ძიება

"სრულიად წარმოუდგენელია რასაც ეს ხელისუფლება სჩადის მიხეილ სააკაშვილის მიმართ" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მალულ გადაყვანას სოციალურ ქხსელში აფასებს:

"ან გლდანის ციხის საავადმყოფოში პატიმრის უჩუმრად და ციმციმ გადაყვანა რა იყო ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ან ეს რას ჰგავს სხვა პატიმრებს რომ აგინებინებთ მოშიმშილე და ავადმყოფ კაცს? რომელ გენიოსს მოგივიდათ ეს თავში?
სრულიად წარმოუდგენელია რასაც ეს ხელისუფლება სჩადის მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ვინ ხართ თქვენ საერთოდ, რა ჯიშის ხართ და სად გაიზარდეთ?

P. S. დაბეჯითებითი თხოვნაა, აქ არც ქოცებმა დამიწყოთ ახლა დამუნათება, ეგრე მოუხდებაო და არც ნაცებმა, აბა ბიძინა რომ მოათრიე 2012-ში რა გეგონაო. ძალიან უხეშად რომ არ გიპასუხოთ, უბრალოდ წავშლი ასეთ კომენტარებს", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა