თეგებით ძიება

"პატიმრობაში მყოფი დამნაშავის გადასაწყვეტია სად უნდა მოიხადოს სასჯელი?..." - ხათუნა ხოფერია სააკაშვილზე

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პატიმრობაში მყოფი დამნაშავის გადასაწყვეტია სად უნდა მოიხადოს სასჯელი?...
ანუ, რას ნიშნავს - მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა?", - წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა