თეგებით ძიება
09. 11. 2021 COVID - 19

თბილისი 2 253, იმერეთი 1 160 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.46%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

- თბილისი - 2 253

- აჭარა - 203

- იმერეთი - 1 160

- ქვემო ქართლი - 357

- შიდა ქართლი - 511

- გურია - 133

- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442

- კახეთი - 539

- მცხეთა-მთიანეთი - 197

- სამცხე-ჯავახეთი - 137

- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536, საიდანაც 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359.

1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 45 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა