"განგაშს ვრთავთ... გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი აქციებია.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ პიკში ვართ. გუშინწინ ჩვენებმა პროგნოზირება გააკეთეს ამ კვირის და დაახლოებით, კვირის განმავლობაში ამ დონეზე დავრჩებით, ანუ, 5500-6000-ის ფარგლებში. მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბუსტერი, რაც ხდება ქვეყანაში, გახლავთ დიდი შეკრებები, თავყრილობები... 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამის შემდეგ როცა გაქვს მილიონ მოსახლეზე, განგაშს ვრთავთ.
დადგინდა, რომ შტამს ახასიათებს ე.წ. ორთვიანი ციკლები. ამიტომ, სამწუხაროდ, გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი", - აცხადებს გამყრელიძე.