თეგებით ძიება
09. 11. 2021 COVID - 19

"არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას… გეყოთ ქვეყნის განადგურება! არ დავხუროთ ქვეყანა!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინების აუცილებლობაზე საუბრობს, და მოსახლეობას მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდას არ აყვეს.

"დიახ, სხვა გზა არ არის!
ყველა სამედიცინო პერსონალი 100% უნდა იყოს აცრილი "ფაიზერით" და არა ჩინური გოგლი-მოგლით!ისე როგორც ეს არის საფრანგეთში!
სასწავლო დაწესებულებებში ყველა ანუ 100% 12 წლიდან უნდა იყოს აცრილი მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინით! ისე როგორც ეს არის მაგსლუთად ისრაელში!
დიახ, ყველა სამართალ დამცველი უნდა იყოს აცრილი ფაიზერით! ისე როგორც ეს არის უკრაინაში!
იქნებ მართლა გამოვიღვიძოთ და არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას…. გეყოთ ქვეყნის განდგურება!
ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სამშობლო! საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერი) + სანედიცინო პირბადე უბდა იყოს სავალდებულო ყველგან+ სოციალური დისტანცია უნდა იყის დაცული ყველგან!
გეყოთ ქვეყნის საბოტაჟი! არ დავხუროთ ქვეყანა! ჩვენ ეს შეგვიძლია!", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა