თეგებით ძიება
09. 11. 2021 COVID - 19

"გირჩევთ, ხაჭაპურის კვლევებით დაკავდით, ასე არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს არ დააზიანებთ" - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სამედიცინო კვლევების შესახებ წერს. მისი თქმით, კვლევის ჩატარება არაა ადვილი და ის დილეტანტებს ხაჭაპურის კვლევით დაკავებას ურჩევს.

"2021, მე ჩავატარე ჩემი “კვლევა”. შედეგი ნათელია, სამწუხაროდ, არაერთი ასეულმა ადამიანმა უარყო მეცნიერება და თავის “კვლევას” მიენდო და შედეგად …..
იქნებ ყველამ მიხედოს თავის საქმეს?!
”ჩემი მეზობელი …..”, “ჩემი ნათესავი ….”, “მე პირადად ….” და ასე შემდეგ….
მეცნიერული კვლევის ჩატარება არც ისე იოლია და თუ გამოცდილი არ ხარ, შეცდომის შანსი არის საკმაოდ დიდი. ამიტომ არის, რომ კვლევის ზედამხედველობა არის გამოცდილი მკვლევარების ქვეშ, იმიტომ, რომ თავად არაერთი შეცდომა დაუშვეს ახალგაზრდობაში და ამ შეცდომებზე ისწავლეს.
მიანდეთ მეცნიერული კვლევები მეცნიერებს!
და თუ მაინც გიზიდავთ კვლევები, გირჩევთ ხაჭაპურის კვლევებით დაკავდეთ, ასე არც საკუთარ და არც სხის სიცოცხლეს არ დააზიანებთ!
აიცერით ფაიზერით + გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე+ დაიცავით დისტანცია", - წერს ფხაკაძ ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა