თეგებით ძიება
09. 11. 2021 COVID - 19

"დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… ბავშვების აცრა დაუშვა საქართველომ... ისე, ჯერ პენსიონრები აგვეცრა, კარგი იქნებოდა!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 12-16 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინაციის დაშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ კარგი იქნებოდა, თავდაპირველად პენსიონერები აეცრათ.

"გრძელდება!
ბავშვების აცრა 12-16 წლამდე დაუშვა საქართველომ ფაიზერის ვაქცინით (მალე 5 დან 11 წლამდე იქნება, მაგრამ ჯერ ამაზეც უნდა “ითათბირონ”) ისე, ჯერ პენსიონრები აგვეცრა, კარგი იქნებოდა!
სერიიდან - ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ, დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს…
დროულად დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება და როგორც არ უნდა ატრიალო, საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება, ოღონდ დაგვიანებით. იქ, სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ, ყველგან ცხვირი წავიტეხეთ, სამწუხაროდ.

დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის:

ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ, ის რაც გამო აცხადებს მინიმუმ 50% შესაცვლელი/გადასაკეთებელია).
გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Moderna) ისე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.
სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურულ და ღია თავშეყრის ადგილებში.
სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს გადასული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)
არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!
ყველაფერი ჩვენს ხელშია!
აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება ), - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა