თეგებით ძიება

"სიკვდილზე უფრო საშიში რამეც არსებობს, პატივცემულო კოლეგებო და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას" - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და კოლეგებს მიმართავს:

"საქართველოში არ არსებობს არც ფსიქოლოგთა, არც ფსიქიატრთა პროფესიული ასოციაცია?
და თუ არსებობს, პროფესიული უხერხულობის შეგრძნება მაინც არა გაქვთ, რომ მთავრობას თუ საპროტესტო არა, სარეკომენდაციო წერილით მაინც მიმართოთ?
თუ აცნობიერებთ მაინც, რას აყურებინებენ მთელ ქვეყანას, სამ მილიონზე მეტ ადამიანს პირდაპირ ეთერში?
საჯაროდ, ყველას თვალწინ მიმდინარეობს უმწეო, შიმშილობისაგან დაუძლურებული ადამიანის ფსიქოლოგიური წამება. და არა მარტო მისი, ყველა იმ მოქალაქის, რომელიც ამ პატიმართან სიმბოლურად აკავშირებს საკუთარ ღირსებასა და რწმენას.
რას აკეთებთ? როგორ შეგიძლიათ ასეთ დროს დუმილი?
რა სინდისით ჩაბრძანდებით საერთაშორისო კონფერენციებზე კოლეგებთან შესახვედრად და სასაუბროდ?
გეშინიათ?
სიკვდილზე უფრო საშიში რამეც არსებობს, პატივცემულო კოლეგებო და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას", - წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, ის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა