თეგებით ძიება
09. 11. 2021 COVID - 19

"1 თვითმფრინავის ხალხი დავკარგეთ 2 დღეში... ვისხდეთ და ველოდოთ დასასრულს!" - ანი ქავთარაძე

ექიმი, ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ქავეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ესმაურება:

"1 თვითმფრინავის ხალხი დავკარგეთ 2 დღეში -
ავარია რომ მოხდება, ან სახლი ჩამოინგრევა და შავ ლენტებს იყენებთ აქ, ფოტოებად, სტატუსებს წერთ,მოთქმით - ფარისევლები ხართ!
ფარისევლები ხართ, ყველანი და
ყალბია თქვენი თანაგრძნობა, განცდა....
სრულიად ერი აცდენილია სწორ ვექტორს, აბსოლუტურად ყველა საკითხში- სამართალი, ჯანდაცვა, განათლება !!!! სახელმწიფოებრივი აზროვნება აღარ გაგვაჩნია, რუსეთის გუბერნიის სტატუსი მოვირგეთ და ვდუმვართ!
ვისხდეთ და ველოდოთ დასასრულს!", - წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 75 ადამიანი, ხოლო 3792 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა