თეგებით ძიება

"ქვეყანა წავაგეთ! ეს არის კრიმინალური რევანში..." - მაია ცირამუა სააკაშვილზე

ფსიქოლოგი მაია ცირამუა საქართველოს მესამ ეპრეზიდენტიზ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღემდე დიდ ტკივილად ვატარებ, რაც გლდანის ციხეში მინახავს ან მიგრძნია იმ წლებში ... დღეს სულ ერთიანად ამომიტივტივდა. პატარა ბიჭი, ჩვენს ჯგუფში რომ იჯდა მდუმარედ და ერთხელაც რაღაც კითხვა რომ დავუსვი, მისმა თანატოლმა ყურში მიჩურჩულა - მაია დეიდა, ამან ენა არ იცის, ჩვენი არცერთი სიტყვა არ ესმის, მაგრამ იყოს აქ, საკანში სულ შეშინებული ზისო. ხმას როგორ ამოვიღებდი?! მივხვდი, მისთვის ის საათნახევარი შვება იყო.
სხვა ბავშვების ამბებიც მახსოვს, ციხეში თუ ციხის გარეთ. საშინლად გაბრაზებული ვარ იმ რეჟიმზე. თუ რაიმეს ვისურვებდი, ასეთ ამბებზე პასუხის მოთხოვნას - ოღონდ სამართლიან სასამართლოში. ფაქტებით, მტკიცებულებებით. ასე არა!
რასაც ეს ბოლო პერიოდია მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ვუყურებ, ამას საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან. ეს არის კრიმინალური რევანში. ზოგჯერ მგონია იმ ეპოქაში აღმოვჩნდით, სადაც ქალაქის ცენტრში დამნაშავეს სახალხოდ სჯიდნენ და ადამიანები შიშითა და სიამოვნებით უყურებდნენ სახრჩობელას ან გილიოტინას.
ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა.
არ შემიძლია ადამიანის წამების ყურება. ასეთი გათელვა, ღლიცინი და მიწასთან გასწორება.
საქმე აღარ ეხება რომელიმე პარტიის მოგება-წაგებას.
ქვეყანა წავაგეთ", - წერს ცირამუა ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების დღიდან მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 8 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, ის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა