თეგებით ძიება

"მე ის გაუთხოვარი მამიდა ვარ, რომელსაც ჩემმა ძმამ ხელი მოაწერინა ქონებაზე უარის თქმაზე და მშობლების ბინიდან გამომისტუმრა"

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"მე ის გაუთხოვარი მამიდა ვარ, რომელიც ჩემმა ძმამ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსთან წაიყვანა და ხელი მოაწერინა ქონებაზე უარის თქმაზე - აბა ძმისშვილებს ხომ არ შევეცილებოდი...

ალბათ რამდენია ჩემნაირი ამბავი, მაგრამ იდიოტებივით სხვების გაკვეთილზე ვერასოდეს ვსწავლობთ ხოლმე, მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩამოგვექცეს თავზე ცა, რომ რამე დასკვნა გამოვიტანოთ ცხოვრებიდან.

რატომ მოვიქეცი ასე იდიოტრურად? სიმართლე ისაა, რომ ჩემს იმიჯზე ვღელავდი. ასე მეგონა, რომ „კაი ქალის“ იმიჯი მაცხოვრებდა და ამით არაფერი გამიჭირდებოდა.

მაგრამ სულ ტყუილად. ჩემმა ძმამ ისეთები იკადრა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, და ჩვენი მშობლების ბინიდან გამომისტუმრა, იმის მომიზეზებით, რომ მისი ოჯახი ფართოვდებოდა და იქ ჩემი ადგილი არ იყო.

ვაკიდან მუხიანის კორპუსში გადავედი, ნაქირავებში, რომელსაც რაღაც ვადით იხდიდა ჩემი ძმა. შემდეგ ესეც შეწყვიტა. მე კი ვმუშაობ და მთელი ეს წლები ვმუშაობდი, მაგრამ პედაგოგი ვარ და რა უნდა გამოვიმუშავო ისეთი, რომ ქირაც და ცხოვრებაც შევძლო?

ჰოდა ამას გიწერთ იმ ქალებს, ვინც თქვენს იმიჯზე ფიქრობთ და გინდათ, „სათნო და კეთილშობილ“ ქალებად გიცნობდეთ ხალხი: არ გინდათ, ნუ მოიქცევით ასე სულელებივით. მთელს საზოგადოებას ფეხზე ჰკიდია, თქვენ რა იმიჯი გექნებათ, თქვენ კი ცარიალ-ტარიელს დაგტოვებენ ცხოვრებაში და ცოდოები ხართ... ჩემსავით...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა