თეგებით ძიება
09. 11. 2021 COVID - 19

"ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა..." - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფრმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიის დამარცხების შესაძლებლობაზე იაპონიის მაგალითზე საუბრობს, სადაც ბოლო 24 საათში მკორონავირუსით არცერთი ადამიანი გარდაცვლილა.

"იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებით, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს!
როგორ?!მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.

ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ!
ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!
დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია", - წერს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა