თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

2 012 თბილისი, 1 049 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 046 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 766 818-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 700 568.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 012

⭕ აჭარა - 210

⭕ იმერეთი - 1 049

⭕ ქვემო ქართლი - 474

⭕ შიდა ქართლი - 550

⭕ გურია - 124

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 377

⭕ კახეთი - 548

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 140

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 210

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562 საიდანაც: 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 596, იმერეთში - 1 440.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 124, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 38, იმერეთში - 29.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 818 - თბილისში, 275 - აჭარაში. 47 480 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა