თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

"მოზარდების აცრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს" - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „იმედის ეთერში“ აცხადებს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მოზარდების აცრა.

„იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში ყველა ადამიანს შეეძლება გაიკეთოს 18 წლის ასაკის ზემოთ მეორე დოზის გასვლიდან 6 თვის შემდგომ ბუსტერი. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ ადამიანები, 60 წლის ზემოთ, ვინც „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ გაიკეთა.

მათ შეეძლებათ 3 თვის შემდგომ ბუსტერ დოზა დაიმატონ. მოზარდების აცრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს და შემდეგი წელიც არ იყოს ონლაინ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა