თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

"ჰოდა ითვალეთ, აღმოაჩენთ, რომ სჯობს ითვალოთ ვაქცინირებულები და არა მიცვალებულები!" - ანი ქავთარაძე

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში საქართველოში საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება.

“თვლის სისტემა და ნუმერაცია შექმნა კაცობრიობამ და არაერთხელ გამოიყენა.ყველამ ისწავლა, ასე თუ ისე, ეს დალოცვილი დაწყებით კლასებში- აგერაა ციფრები და რიცხვები- იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი.

შეადარეთ თქვენს, ბედკრულ ქვეყანას, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ვაქცინაციისა და სიკვდილობის მაჩვენებლები.დატკბით, 10.584 გარდაცვლილით!ამ უკანასკნელის წაკითხვა ვისაც ძალუძს, დარწმუნებული ვარ, გრაფიკებშიც მარტივად გაერკვევა!ჰოდა ითვალეთ, ითვალეთ, ითვალეთ!! აღმოაჩენთ, რომ სჯობს ითვალოთ ვაქცინირებულები და არა მიცვალებულები!

აქვე- დღევანდელი მონაცემებით ვაქცინირებულია დედამიწის მოსახლეობის 51.1% მინინუმ ერთი დოზით!

სულ ადმინისტრირებულია კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის 7.31 მილიარდი დოზა!”, – წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა