თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

,,როგორც მე ვიჯექი შვილის კუბოსთან, არ მინდა, რომ გიული ალასანიაც ასე დაჯდეს” - მაია ასათიანი

ტელეჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადაცემა ,,დღის სტუმარში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა:

-საკითხი დგას ასე, ჩვენ ვართ ველური ტომი, კანიბალები, რომლებიც სახლახოდ ითხოვენ პრეზიდენტის სისხლს თუ ვართ ადამანები. აქ რომ მოვდიოდი, მახსენდებოდა ირინა ენუქიძე, რომელსაც შვილი მოუკლეს. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს გიული ალასანიას გვერდით იჯდებოდა. მე ამის მჯერა. კბილი კბილის წილ და სისხლი სისხლის წილ ჩვენ გვაქცევს ველურ ტომად.

ჩვენ, შვილმკვდარ ქალებს არ გვინდა, რომ სხვა ქალი ვიხილოთ შვილის კობოსთან. ჩვენ, შვილმკვდარ დედებს ეს გვაერთიანებს. არ მინდა, რომ როგორც მე ვიჯექი შვილის კუბოსთან, გიული ალასანიაც ასე დაჯდეს. ქალს შვილს უკლავენ! 9 აპრლი გამახსენდა, როცა მოშიმშილე სტუდენტებზე ზუსტად ასეთ განცხადებას აკეთებდნენ… ვისაც უნახავს სიცოცხლეში მიხეილ სააკაშვილი, ის აქატიური ადამიანი… ჩვენ ვნახეთ დაუძლურებული, გამხდარი, მხრებჩამოწურული, რომელიც ერთჯერადი ჭიქიდან პატარა კოვზით იდებს პირში… როგორ ალაგებს პარკში ტანსაცმელს დაუძლურებული… საშინელი კადრები იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა