თეგებით ძიება
10. 11. 2021 COVID - 19

,,ახლა ვიცი, რატომ გიკვდებათ დღეში 70 კოვიდინფიცირებული” - ნინუცა კეკელია

,,მთვარის” ჟურნალისტი ნინუცა კეკელია კოვიდით არის ინფიცირებული. ის იმ ყველაფერზე წერს, რაც ვირუსის მართვისას გადახდა თავს.

,,ახლა ვიცი, რატომ გიკვდებათ დღეში 70 კოვიდინფიცირებული. შაბათს კოვიდი დამიდასტურდა. მარტივი ფორმა მაქვს და გადავწყვიტე, დაგლოდებოდით, რა ბიუროკრატია გქონდათ, ძალიან მაინტერესებდა.

დამირეკა ჯანდაცვამ შაბათს, კოვიდი გაქვთ, ხოვო? დამემშვიდობნენ. მეორე დღეს ისევ დამირეკეს, კონტაქტები ჩამაწერინეთო – ის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, ოთხი დღე გამოხდა. თქვენგან არავინ დაკავშირებია. კვირას ოჯახის ექიმმა დამირეკა, რა წამლებს სვამთო. აბა, საიდან დავლევ, ჯერ ექიმს არ დაურეკავს- მეთქი. კაი, გამოგიწერთო.

დღეს მეოთხე დღე მიიწურა, მაინტერესებდა, ჩემი ოჯახის ექიმი როგორ იყო, დავურეკე, მოვიკითხე, რამდენიმე კითხვა მაქვს-მეთქი. ექიმი კი არ მჭირდება, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ისე როგორ ბრძანდებით-თქო. რა ვიცი, დღეს 88 პაციენტი მყავდაო.

ახლა მითხარით, როგორ უნდა მართოს ერთმა ოჯახის ექიმმა 88 პაციენტი ? თქვენ საერთოდ მშვიდობა თუ გაქვთ ? ოჯახის ექიმებს რომ ავალებთ პაციენტს პირველ და მეშვიდე დღეს დაურეკეთო, ხომ კარგად ხართ ? მართლა მტერი იყოს თქვენს იმედზე, მე კი არ მჭირდებით არაფერში, მაგრამ აი, ვისაც სჭირდებით და არავინ ნაცნობი არ ჰყავს იმ ხალხმა, რა ქნან ? ან რატომ არ აქვს დაზღვევის ექიმს კოვიდის მართვის უფლება? მეუბნებიან ლაბორატორიისთვის გადაცემული მაქვსო და აბა, ლაბორატორია?”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა